მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა და რეკორდულ - 532 ათასს მიაღწია

602631e35032f
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.21 11:53
1902
საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 100,000-ით გაიზარდა და 2021 წლის იანვარში 532,000-ს მიაღწია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს მთლიანი მოსახლეობის 14.3% თვეში 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს. 

არსებული მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში სულ 148,653 ოჯახი არის რეგისტრირებული, რაც ოჯახების 13.9%-ს შეადგენს.

ამ მატების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით 29.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

უკიდურესი სიღარიბის ზრდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. გასული წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად, პანდემიური ვითარების გამო, საქართველოს დაახლოებით, 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანის შემოსავალი შეიძლება შემცირდეს.