მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 182 აქტიური შემთხვევა – 19 ოქტომბრის კოვიდ-სტატისტიკა

5f8dd6103a44d
თამთა ჯიჯავაძე
19.10.20 23:50
1018
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 10 182 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 186 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 8 338-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 143-ს შეადგენს.

NCDC-ის ცნობით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 6 380 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 420 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 862 პირი.