მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტმა $400 მლნ-ს გადააჭარბა

5dd39fa0cd2a7
მიხეილ ხაჩიძე
20.11.19 00:10
904

2019 წლის განმავლობაში საქართველომ მეზობელ აზერბაიჯანში 400 მლნ 350,7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, წლიურ ჭრილში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 4.1%-ით არის გაზრდილი.

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 13.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ, საქართველოს მეორე მნიშნველოვანი საექსპორტო პარტნიორი.


ცნობისთვის: 2019 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.1%-ით შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარი იყო (10.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 7 331.2 მლნ აშშ დოლარი (3.1%-ით ნაკლები).