მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

100 ათას ლარამდე სესხები 2017 წლიდან მხოლოდ ლარში გაიცემა

583d7521b99b5
BM.GE
29.11.16 16:20
4800
მცირე ზომის სესხები 100 ათას ლარამდე 2017 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ ლარში გაიცემა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 2018 წლიდან კი სესხის ზედა ზღვარი 200 ათასამდე გაიზრდება.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით მთავრობა დაეხმარება ყველა დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან, მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. თუმცა, ეს რეგულაცია არ გულისხმობს სხვა ვალუტის ფასის გამოცხადების აკრძალვას.

„მაგალითად სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვლის შემთხევაში მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები