მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 სექტემბერს საქართველო 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს - ეკატერინე ტიკარაძე

61386c6873e0e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 12:00
868
შაბათს, 11 სექტემბერს საქართველო „წითელი ჯვრისგან“ „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინას მიიღებს - აღნიშნულის შესახებ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტენს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აცრის მსურველთათვის ვაქცინების ფართო არჩევანი კვლავ იქნება.

„გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც „სინოფარმის“ ვაქცინას ირჩევს. მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია კვლავ განახლდეს. ჩვენ კვლავ ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ვაქცინების საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვრჩებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.