მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1200 ქართველი დეველოპერის დასაქმება - რა გეგმები აქვს ესპანურ IT კომპანიას საქართველოში?

618964bc8609d
ანუკა ჯოხაძე
08.11.21 23:40
1303
ქართული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია SWEEFT DIGITAL-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-მა შეიძინა. დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე ქართველი დეველოპერი დასაქმდება.

ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათი ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიდან მუშაობენ, როგორებიცაა ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი. მათ რიცხვს სულ ცოტა ხნის წინ საქართველოც შეუერთდა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს, მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ქართულ კომპანია SWEEFT DIGITAL-ს უკავშირდება.

სწორედ ამ კომპანიის აღმოჩენის შემდეგ, ესპანურმა IT კომპანიამ საქმიანობის საქართველოსთან დაკავშირება გადაწყვიტა. მისი განმარტებით, მომდევნო წლების განმავლობაში, სწორედ SWEEFT DIGITAL-ის დახმარებით, კომპანია 1200 ქართველ დეველოპერს დაასაქმებს.

“დღეს ტალანტები მსოფლიოს მასშტაბით უნდა მოძებნო, ამისთვის კი სხვადასხვა ქვეყნებში უნდა იყო წარმოდგენილი. SWEEFT DIGITAL-თან მუშაობის გამოცდილება გვქონდა, ხოლო მას შემდეგ რაც ეს კომპანია აღმოვაჩინეთ, გადაწყვიტეთ საქართველოშიც ყოფილიყო MAKING SCIENCE წარმოდგენილი. კომპანიას ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რის გამოც ჩვენ მათთან შეთანხმება დავდეთ. დავინახეთ, რომ ამ კომპანიას საერთაშორისო მასშტაბით არაერთი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს. SWEEFT DIGITAL-ი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებითა თუ მონაცემთა ანალიტიკოსებით. ასევე ჩვენ სამომავლოდ ვხედავთ კომპანიის ზრდის პერსპექტივასაც. საქართველოში უკვე ერთად გავაგრძელებთ ზრდას და განვითარებას", - აცხადებს MAKING SCIENCE-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ანტინიო მარტინეს აგილარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები