08.დეკემბერი .2019 13:06

$120,000-ად შეფასებული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

views 1623
უკან

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა დეივიდ დათუნამ მაიამიში გამართულ თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Art Basel-ზე არსებული ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი, მაურიციო კატელანის ინსტალაცია - “კედელზე მიკრული ბანანი” შეჭამა.

"ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო....მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია - იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი" - თქვა დეივიდ დათუნამ.

დეივიდ დათუნამ საკუთარ Instagram-ზე აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

სულ ამ ინსტალაციის 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი საწყისი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო, მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე კი 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც ხელოვანმა აუქციონზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა