მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

632c21c82b370
BM.GE
22.09.22 20:00
890
საქართველოს მთავრობამ 2,400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე ₾277 მილიონის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადაში დევნილებისთვის ახალი კორპუსები უნდა ააშენოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ახალი კორპუსების პროექტი თავად უნდა მოამზადონ.

“ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.31.62.746) იძულებით გადაადგილებული 1700 ოჯახისთვის და ქ. ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 03.01.22.645) იძულებით გადაადგილებული 720 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის მიზნით საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურსის პირობების მიხედვით, იმისთვის, რათა კანდიდატი კომპანიები ტენდერში მონაწილეობისთვის იყვნენ უფლებამოსილი, მათ 2017 წლის იანვრიდან დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 100 ათასი კვადრატული მეტრის პროექტები. ხოლო მათ მიერ შესრულებული პროექტების ღირებულება 300 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.