მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მაისს ვაკის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეეზღუდება

60a54e6b9f93e
BM.GE
20.05.21 00:10
4658
დღეს, 20 მაისს, ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

"წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების ფარგლებში ბაგების სატუმბო სადგურში განახლდება შემავალი მაგისტრალური წყალსადენის კოლექტორი და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჭავჭავაძის გამზ. N82,83,84, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის, ფხაკაძის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას და ბაგების კორპუსებს. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ-ს მე-5 კორპუსს, ქავთარაძის ქუჩას. კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს, დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.