ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა დღეს, 20 იანვარს იწურება.
როგორც BM.GE-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge. შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებში მიუსვლელად.
"უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს.
დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით, უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.
აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ, დადგენილი წესით, მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლევინ ფაქტზე.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge", - წერია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი