დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 41,077,500,000 ლარი შეადგინა. ერთ მოსახლეზე ეს რიცხვი 16,207 ლარს
ანუ, ნომინალურად $4,345 დოლარს შეადგენს. 2018 წელს მშპ-ის დეფლატორი 3.6%-ს შეადგენდა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ზრდა ასეთია:
- სოფლის მეურნეობა - ზრდა 0.7%;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 7.6%;
- დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 3.2%;
- ენერგეტიკა - ზრდა 0.1%;
- პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ - ზრდა 2.8%;
- მშენებლობა - კლება 3.1% ;
- ვაჭრობა - ზრდა 5.9%;
- სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 9.7%;
- ტრანსპორტი - ზრდა 9.4%;
- კავშირგაბმულობა - ზრდა 5.8%;
- საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.5%
- ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - ზრდა 12.1%;
- საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა - ზრდა 1.2%;
- სახელმწიფო მმართველობა - ზრდა 0.9%;
- განათლება - ზრდა 3.4%;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - ზრდა 6.2%;
- კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ზრდა 13.2%;
- ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება - ზრდა 12.2%.