მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს სავაჭრო ბრუნვის $1 მილიარდამდე გაზრდა დავისახეთ მიზნად - პაშინიანი

61c06244680fd
მარიამ ვარადაშვილი
20.12.21 17:24
401
საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება. დღევე სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე პაშინიანმა თქვა, რომ 2019 წლის გეგმით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდი დოლარი უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამას პანდემიამ შეუშალა ხელი.

“2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე”, - განაცხადა პაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმითვე, საქართველო-სომხეთის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებს.