მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები - მიმოხილვა

608b0d89ccd1c
თამთა ჯიჯავაძე
30.04.21 00:15
1191
2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა. ამის შესახებ Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. Dunkin’ Donuts, OVS kids, Parfois, Flo, Finca Bank არიან იმ მოიჯარეებს შორის, რომლებმაც დახურეს თითო ფილიალი თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი პანდემიის გამო არ დახურულა.

„თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს რუსთაველზე აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა და 2020 წლის მონაცემებით 13%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზე ასევე ზრდა დაფიქსირდა, 7%-დან 11%-მდე.

უმნიშვნელო, 1%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე“, - აღნიშნულია Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია