მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს 200 000-მდე სატვირთომ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი - თურქეთის ელჩი

601e396bb4f01
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 15:30
1106

2020 წელს 200 000-მდე სატვირთომ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში პანდემიის წლის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ირანის საზღვარი ჩაიკეტა, ყველა იქით მიმავალი სატვირთო საქართველოსკენ წამოვიდა.

„პრობლემა იყო სატვირთოების საცობი. საქართველო არის, იქნება და ყოველთვის იყო მთავარი ხიდი - ტრანზიტული გზა ევროპიდან ტრანსკასპიურ მარშრუტებამდე. ასე რომ 200 000-მდე სატვირთომ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი 2020-ში, ეს შესაძლოა ჟღერდეს როგორც სტატისტიკა, მაგრამ სარფის საბაჟოზე, საზღვრის ორივე მხარეს უდიდესი სამუშაო შესრულდა“, - აღნიშნა ელჩმა.

სატვირთოების საცობის გარდა, მან ასევე სხვა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რის წინაშეც პანდემიამ ორივე ქვეყანა სატრანსპორტო კომუნიკაციის კუთხით დააყენა. მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამდე დღეში შვიდი ავიარეისი მაინც სრულდებოდა ორ ქვეყანას შორის Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის მიერ, ახლა მხოლოდ 3-4 დღეში ერთი რეისი შეიძლება შესრულდეს.

„ეს, რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა“, - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და საჭიროა მისი შედეგების მართვა.