18.ნოემბერი .2019 10:10

2020 წლიდან "სენვი" დიაბეტური ნამცხვრების წარმოებას იწყებს

views 1371
უკან

კომპანია “სენვი” 2020 წლიდან დიაბეტური ტორტებისა და ნამცხვრების წარმოების დაწყებას გეგმავს. პროდუქტი შაქრის გარეშე, შაქრის შემცვლელის საშუალებით დამზადდება. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის, საბა მანჩხაშვილის, განცხადებით, მსგავსი პროდუქტი საქართველოში ჯერ არ არსებობს.

“პროდუქტი გათვლილია როგორც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე კარგია ჭარბ წონასთან საბრძოლველადაც”, - აცხადებს მანჩხაშვილი.

მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებითვე, პროდუქციის ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

ცნობისთვის, კომპანია “სენვი” ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დღეს კომპანიას უკვე ოთხი მიმართულება აქვს: რესტორანი (მოლეკულური სამზარეულოთი), კონდიტერია, კაფეტერია და პურ-ფუნთუშეულობა. გასულ თვეში კომპანიამ “ფერადი პურების” წარმოება დაიწყო. მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი მიზანი მოლეკულური სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა