25.თებერვალი .2020 19:40

2020 წლის იანვარში ფულის მასა 8.4%-ით შემცირდა

views 370
უკან

2020 წლის იანვარში საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 8.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გახდა ცნობილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 4,137,012,000 ლარამდე გაიზარდა, იანვარში კი, ის 347 მილიონი ლარით, 3,789,584,000 ლარამდე შემცირდა.

საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ტემპით გაიზარდა. იანვარში დეკემბერთან შედარებით შემცირების მიუხედავად, წლიურ ჭრილში ის 15.2%-ით არის გაზრდილი, ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა. მეტიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფულის მასა 35.8%-ით არის გაზრდილი.