18.სექტემბერი .2020 11:05

2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა

views 337
უკან

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზომის შემცირებასთან ერთად, იკლო ერთ მოსახლეზე მშპ-მაც და მან 3,016 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია. ამასთან ცალკეული სექტორების მიხედვით, ტურიზმის სფეროში 40%-იანი ვარდნა, სამშენებლო სექტორში კი 24%-იანი ვარდნა იყო. საქსტატის შეფასებითვე, 2020 წლის 7 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურმა ვარდნამ 5.7% შეადგინა.

სექტორული ეკონომიკური ზრდის/ვარდნის მაჩვენებლები ასეთია:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ზრდა 4.7%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 6.4%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - კლება -12.1%;
  • ენერგეტიკა - კლება -3.8%;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - კლება -13.8%;
  • მშენებლობა - კლება - 24.5%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - კლება - 13.2%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - კლება -22.6%;
  • ტურიზმი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - კლება -40%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - კლება -14.7%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - კლება -15.5%;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება -1%;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება - 28.8%;
  • განათლება - ზრდა 11.7%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - ზრდა 14.3%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - კლება -24.1%;
  • სხვა სახის მომსახურება - კლება - 32.8%. 
საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).