მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდით, 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება

60e2b37447088
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.21 11:11
1058
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე გაზრდის, 1.1 მილიარდი ლარით იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები და ის 19.5 მილიარდი ლარი იქნება. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, წელს საგადასახადო შემოსავლები პირვალნდელ გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით გაიზრდება. 

7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება. 

გაზრდილი ბიუჯეტიდან 446 მილიონი ლარი ჯანდაცვის ხარჯებზე მიიმართება, ბავშვთა სოციალური დახმარების გაორმაგებაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯება, დევნილთა განსახლებაზე დამატებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოიყოფა 177 მილიონი ლარი, ეკონომიკის ხელშეწყობისთვის 55 მილიონი ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით 220 მილიონი ლარი დაიხარჯება; განათლების დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება, სპორტის კი 30 მილიონი ლარით. ასევე 30 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

ბიუჯეტში ცვლილებების განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.