მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მთავრობა COVID-19-ის მართვაზე 500 მილიონს დახარჯავს

615b03742e9f4
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.21 18:00
681
გამოქვეყნდა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა COVID-19-ის პაციენტთა მართვაზე 500 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მიმდინარე წელთან შედარებით COVID-19-ის პაციენტთა მკურნალობის ხარჯები 310 მილიონი ლარით ნაკლებია, რაც მთავრობის მიერ ვირუსით ავადობის შემცირებული პროგნოზით არის განპირობებული. პაციენტთა მართვასთან ერთად, ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმუნიზაციის პროგრამისთვის.

მთლიანობაში ჯანდაცვის პროგრამების საერთო ხარჯი 1.73 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2020 წელთან შედარებით 277 მილიონი ლარით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზი COVID-19-ის მართვის ბიუჯეტის შემცირებაა.

იმისთვის, რათა მთავრობის პროგნოზი შემცირებულ ავადობასთან დაკავშირებით გამართლდეს, ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ვაქცინაცია გეგმის მიხედვით წარიმართოს და წელს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას. თუმცა, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ახალი ვაქცინაციების რიცხვმა მკვეთრად იკლო. NCDC-ის მონაცემებით, დღემდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 989,294 ადამიანი არის აცრილი. მათ შორის ორჯერადად ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 828,964 ადამიანს აქვს გაკეთებული.