მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 000 ბინა იყიდეს, წელს - 2 000

6437cc45b9541
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.23 11:59
3050
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 ათას ბინაზე, რომლებიც უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ იყიდა. იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, თუმცა ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული რამდენი მათგანი იყო ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გასულ წელს 1,892 ბინა შეიძინეს, მესამე ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 1,321 ბინა იყიდეს.

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 6062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი;
2. ისრაელი - 1892 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1263 ადამიანი;
3. უკრაინა - 1321 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 880 ადამიანი;
4. ირანი - 650 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 382 ადამიანი;
5. თურქეთი - 473 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 307 ადამიანი;
6. ბელარუსი - 446 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 371 ადამიანი;
7. გერმანია - 424 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 325 ადამიანი;
8. აშშ - 376 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 246 ადამიანი;
9. ყაზახეთი - 294 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 237 ადამიანი;
10. სომხეთი - 285 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 203 ადამიანი.

რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს, პირველი კვარტლის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა 5,159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2,187 ბინა იყიდეს.

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 2187 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანი;
2. ისრაელი - 671 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 472 ადამიანი;
3. უკრაინა - 520 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 344 ადამიანი;
4. ბელარუსი - 164 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 135 ადამიანი;
5. თურქეთი - 143 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
6. ირანი - 129 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
7. პოლონეთი - 127 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
8. გერმანია - 112 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 88 ადამიანი;
9. ყაზახეთი - 105 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
10. სომხეთი - 93 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 79 ადამიანი.

იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რეალიზებული ბინების მყიდველებთან ფარდობა 1.35-ია.

წარმოდგენილ სტატისტიკაში დაზუსტებული არაა ამ ქონებების რა ნაწილი მოდიოდა თბილისის; ბათუმის; ქუთაისის; გუდაურის და სხვა ქალაქების უძრავი ქონების ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები