მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან მდინარე ყვირილა იქნება სუფთა - "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი

60d859fa962f1
BM.GE
27.06.21 14:50
4154

2022 წლის ივლისიდან ამუშავდება ახალი გამწმენდი სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მდინარე ყვირილას ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს - ამის შესახებ კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, მდინარის ჩამდინარე შლამისგან გაწმენიდისთვის ახალი სისტემის მშენებლობას კომპანია წელს ივლისში დაიწყებს და ამ პროექტის განხორციელებას 1 წელი დასჭირდება.

“გასული სამი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი რაც ვერ შესრულდა ეს შლამების ატანაა ყვირილაზე და მისი არ ჩაშვება მდინარეში. პროექტი სრულად დაგეგმილია. აქამდე, ძალიან დიდი სამუშაოები და სატესტო ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ჩამოვყალიბდით გავაკეთეთ პროექტი და მიმდინარე წლის ივლისში სამშენებლო სამუშაოებს ვიწყებთ, ხოლო ერთი წლის თავზე 2022 წლის ივლისში სრულად ჩაეშვება. შლამსაზიდ მილებს ახლა ვაშენებთ. ამ დროს ყვირილა იქნება სუფთა და მერე იქ ნავებით და კატერებით სეირნობის ტრადიციას აღვადგენთ.” - განაცხადა ჩიქოვანმა.

კომპანიის ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარე ყვირილაში აღარ უნდა მოხვდეს, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე მოხდება, რეცხვის შედეგად მიღებული შლამი კი გამოშრება და სამომავლოდ კომპანია მას სარეკულტივაციო ადგილებისთვის სასუქად გამოიყენებს. მდინარე ყვირილას დაბინძურების პროცესის შეჩერება ერთ-ერთი იყო იმ ვალდებულებათა შორის, რომელიც კომპანიის სპეციალური მართვის რეჟიმით არის განსაზღვრული.

ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ ჩიქოვანთან: