ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში - 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი 1,154,734 ლარი მიიმართა.
დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1,190 აუქციონი გამოაცხადა.
"პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება.
2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვა იყო, რომელიც საქართველო რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი.
რამდენიმე დღის წინ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 მსხვილი ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 43.7-მილიონი ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი