მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილმა ACWA Power-ის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია

63ca2e5034114
BM.GE
20.01.23 10:15
492
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია ACWA Power-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა. დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

ACWA Power-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.