„სამწუხაროდ, ვერ გაიხსენება ბაზრობები“, - განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბაჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო თავიდან დაგეგმილი. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრობები არ გაიხსნება, თუმცა მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით" - თქვა მაია ცქიტიშვილმა.