მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$30 მილიონიანი ინტერვენციის ფონზე ლარი გამყარდა

5fb51a4c2307a
თელარა გელანტია
18.11.20 17:06
2936
18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.2919 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.02 თეთრი შეადგინა.

ლარი დღს ევროსთანაც გამყარდა, რომლის კურსი 3.9098 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9209 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.11 თეთრი შეადგინა.

დოლარის და ევროსთან შედარებით, ლარი თურქული ლირის და ფუნტის მიმართ გაუფასურდა, შესაბამისად, 0.4259 და 4.3746 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ნოემბერიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: დღეს სებ-მა 30 მლნ დოლარი გაყიდა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 23 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში, 780 მლნ დოლარამდე გაყიდა.