მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4282 კოლოფი უაქციზო თამბაქო და 9 ლიტრი უაქციზო კონიაკი - მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის ფაქტები

60dc9fcd07ed0
BM.GE
30.06.21 22:30
459
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა სამტრედიაში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 4282 კოლოფი უაქციზო თამბაქოსა და 9 ლიტრი უაქციზო კონიაკის ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

შვიდ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეცა

ერთ ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.