22.ოქტომბერი .2021 10:16

5 000 დოლარის ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

5 000 დოლარის ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს
views 231
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის, 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა