მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 780 დაღუპული ბოლო 24 საათში – COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

5e8e303a95a5a
თამთა ჯიჯავაძე
09.04.20 00:08
1424
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მილიონნახევარს მიუახლოვდა. გარდაცვლილია 87 814 ადამიანი. ხოლო გამოჯანმრთელდა 319 200 დაინფიცირებული. მონაცემები თითქმის ყოველ წუთში იცვლება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში ბოლო 24 საათში 5 780 ადამიანი დაიღუპა. ამჟამად 1 092 000-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, აშშ–ში დღეს 1622 დაინფიცირებული გარდაიცვალა, ჯამში კი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 14 463–ს მიაღწია. დაინფიცირებულია ქვეყანაში 422 369 ადამიანი.

ესპანეთში დღეს 628 დაინფიცირებული დაიღუპა, საერთო ჯამში კიდაღუპულთა რაოდენობა 14 673–ია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 146 690. კიდევ ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა იტალია, სადაც ყველაზე მეტი დაღუპულია კორონავირუსის შედეგად. კერძოდ, იტალიაში ინფექციას 17 669 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო 24 საათში კი 562. დაინფიცირებულია 139,422 ადამიანი.

საფრანგეთში დღეს 541 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი 10 869. გერმანიას, მიუხედავად იმისა, რომ 110 698 დადასტურებული შემთხვევა აქვს, სიკვდილიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კერძოდ, ამ ქვეყანაში საერთო ჯამში 2,192 დაღუპულია.

დიდ ბრიტანეთში კი დაღუპულთა რაოდენობა 7 097–ია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 60,733.

საკმაოდ მაღალია დაინფიცირების და დაღუპულების რაოდენობა თურქეთშიც, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათში 4 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 87 ადამიანი. საერთო ჯამში თურქეთში დაინფიცირებულია 38 000–ზე მეტი ადამიანი.