მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მილიარდიანი პროექტი აჭარაში - "შავი ზღვის მარგალიტმა" კიდევ ერთი პრეზენტაცია გამართა (ფოტო)

56d16ea063f80
BM.GE
27.02.16 13:07
28472
გონიოს დასახლებაში, ე.წ. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 5 მილიარდ 100 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესკონტაქტს" კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა მიაწოდა. საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ დოლიძის განმარტებით, ინვეტიაციას გაერთიანებული საემიროების, ამერიკული და ჩეხური საინვეტიციო ჯგუფები განახორცილებენ. თუმცა ცენტრის ხელმძღვანელი ამ დროისთვის კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს.
 
315 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, თავისუფალი საინფორმაციო - ტექნოლოგიური, თავისუფალი ტურისტული და ჰაი -კლასის საცხოვრებელი ზონის შექმნას, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საფონდო, ფინანსური სამრეწველო და სავაჭრო ბირჟების, საინვესტიციო ბანკის, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების დაფუძნებაა გათვალისწინებული. ამასთან, პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 98 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული სამრეწველო ზონისა და გურიის რეგიონში 500 ჰექტარზე აგროსამრეწველო ზონის შექმნას.

"შავი ზღვის მარგალიტი" - BLACK SEA PEARL პრეზენტაცია ბათუმში 25 თებერვალს გაიმართა. პრეზენტაციაზე „შავი ზღვის მარგალიტის“ პროექტის კონცეპტუალური მოკლე აღწერილობა, ტერიტორიების დაყოფის სტრუქტურული აღწერილობა და ურბანული დაგეგმარება წარმოადგინეს. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

"თუ რამდენად რეალურია პროექტი ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯგუფის წარმომადგენლებმა გამართეს არაერთი შეხვედრა არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ თბილისში ეკონომიკის სამინისტროსთან. კონკრეტული ღონისძიებები გამოჩნდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან კინწურაშვილმა.

პროექტი "შავი ზღვის მარგალიტი“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა, კომპანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას სექტემბერში ელოდებოდა, თუმცა როგორც ცნობილია შესაბამისი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები