კომპანია GDB-ის დამფუძნებელი ივა ჭყონია, რომელსაც სალათის ფურცლები რუსეთში ექსპორტზე გააქვს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ რიგზე საუბრობს, რის გამოც პროდუქციის ექსპორტს ვერ ახერხებს. როგორც მან "საქმის კურსში" თქვა, რამდენიმე დღეა პროდუქციით დატვირთული სატვირთო მანქანები ნატახტარშია გაჩერებული.
ივა ჭყონიას შეფასებით, ქვეყანა სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რის გამოც საექსპორტო პროდუქცია მათ შორის, მალფუჭებადი სურსათი, დღეების განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა გაჩერებული.
“რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეს სიტუაცია რომ შეიქმნებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა მივიღეთ ის, რასაც ვუყურებთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დაარტყამს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას.
ჩემს შემთხვევაში, 3 მანქანა და 30 ტონა საქონელია გაჩერებული და უახლოეს დღეებში, კიდევ 10 სატვირთო მანქანა უნდა წავიდეს. ეს მანქანები წინა კვირის პარასკევიდან ნატახტარში დგანან. ტვირთის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 150 ათასი დოლარია”, - აცხადებს ივა ჭყონია.
მისივე თქმით, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ასეულობით ტრაილერია გაჩერებული.
"ჩემი ინფორმაციით, წითელ ხიდზე, ამ დროისთვის, 600 მანქანაა გაჩერებული, ლარსზე საუბარიც არ არის, იქ უარესი მდგომარეობაა. ზოგადად, მოზღვავებულია სატვირთო მანქანები, რადგან ერთ-ერთი სატრანზიტო გზა ვართ. ეს ვითარება რეალურად გვაჩვენებს თუ რამდენად მოუმზადებლები ვართ. რაზე ვსაუბრობთ, რა ლოგისტიკური ჰაბი?! ინფრასტრუქტურულად სრულად მოუწესრიგებლები ვართ. სარკინიგზო გადაზიდვები ჩვენ არ გვაქვს, ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო, გზები… ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ცუნამივით მობრუნდება, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს ყველა იმ ფერმერსა და მწარმოებელს, რომელთაც მალფუჭებადი პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე”, - ამბობს ივა ჭყონია.
მისივე თქმით, ქართული მხარე გამშვები პუნქტების გაუმართავ მუშაობას რუსეთის მიერ წარმოებულ სარემონტო სამუშაოებსაც უკავშირებს, რის გამოც დღეში 200-250 მანქანაზე მეტის გატარება ვერ ხდება. მოთხოვნა კი მისი ინფორმაციით, 2-3-ჯერ მეტია.
აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩერებული ტრაილერების კოლონის კადრები "Forbes კვირამაც" გადაიღო.
BM.ge შემოსავლების სამსახურს უკვე დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება