მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"62 პირი პატიმრობაშია, 102-ის მიმართ საქმეა აღძრული" – "ყალბი დღგ-ის საქმის" უახლესი სტატისტიკა

5ddfdf9c34914
თელარა გელანტია
28.11.19 18:51
1403
ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შესაბამისი კითხვის პასუხად დღგ-ის თაღლითობის მასშტაბური საქმის შესახებ განახლებული სტატიტიკა წარმოადგინა.

„ამ ეტაპისთვის ასეთი სიტუაციაა - 102 ადამიანის მიმართ აღძრულია სსკ-ით საქმე. აქედან პატიმრობაში იმყოფება 62 ადამიანი. ძალიან მცდარადაა აზრი წარმოჩენილი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები და სად არიან სახელმწიფო მოხელეებიო... ესაა საკმაოდ მცდარი. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი არის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის და მეტსაც გეტყვით - მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები; ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში, 10-15 წლის წინათაც სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდნენ და ზუსტად დღგ-ის თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევიც კი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, „ყალბი დღგ-ის საქმეში“ არც - შემოსავლების სამსახურის და არც საგამოძიებო სამსახურის მოქმედი თანამშრომლების მონაწილეობა არ გამოკვეთილა.

„ყველა ძალოვანი იყო ძართული და თუ იქნებოდა რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან ვინმე ჩართული ამ საქმეში, ვიქნებოდით დაუნდობელი. ამ საქმის გამო დაჭერილების ძირითად ნაწილი არანაირი ბიზნესმენი არაა; ყველა არის სხვადასხვა დროს ყოფილი ჩინოვნიკები... ბევრი საქმე გახსენდებათ საქართველოს ისტორიაში, როცა 102 ადამიანზეა სსკ-ით საქმე აღძრული და 62-ია დაკავებული?! მე მგონი, ბევრი არ იყო ასეთი საქმე“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ტიპის დარღვევები არსებობს და სულ იარსებებს, ვიდრე დღგ არსებობს.

მინისტრის თქმითვე, ჯამში, დაახლოებით, 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული; ამოღებულია რამდენიმე კგ ოქრო და ძვირფასეულობა, ავტომობილები, ოქრო, 6 მლნ 300 ათასის საწვავი.