მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 დღეში ქვეყანაში 2 212 ადამიანი აიცრა - სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 44.1%

629608becfc4f
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 16:52
521
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბოლო 7 დღეში საქართველოში 2 212 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 44.1%, რაც 1 267 764 ადამიანია.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 369 267 პირის, რაც 47.6%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზით აცრილია 253 109 პირი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 314 (2.43%), ხოლო სრულად აცრილია 3 429 (1.93%) ბავშვი. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 784 (15.76%), სრულად აცრილი კი 11 290-ია (3.92%).