01.ივნისი .2020 11:50

8 ივნისს სასტუმრო "მონოგრაფი" მუშაობას განაახლებს

views 434
უკან

8 ივნისს სასტუმრო "მონოგრაფი" მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ხელმძღვანელობა ავრცელებს, სადაც დეტალურად წერია, რა სახის სივრცეებში შეძლებენ სტუმრები მომსახურების მიღებას.

"მონოგრაფი" ხელახალი შემართებითა და ჩვეული თავაზიანობით პირველ სტუმრებს მიიღებს.

ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია თითოული სტუმრის უსაფრთხოება და დაცულობა. შესაბამისად, სასტუმრო "მონოგრაფი" სახელმწიფოს მიერ გაცემულ ჯანდაცვის რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი სასტუმრო აერთიანებს შემდეგ ღია და დახურულ სივრცეებს:

"მონოგრაფის" ლაუნჯი - კოქტეილების კულტურით გამორჩეული სივრცე ღია აივნით, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაჰყურებს;

რესტორანი "სომინი" - ქართული ფაინ დაინინგ კატეგორიის რესტორანი შიდა და გარე სივრცეებით.

"მონოგრაფის" ტერასა თბილისის პანორამული ხედებით, რომელიც მრავალი სიახლით უმასპინძლებს სტუმრებს", - აცხადებენ სასტუმროში.