მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8,000 სატვირთო თვითმფრინავია საჭირო მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინით მომარაგებისათვის - IATA

5f5a12848dd23
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.20 15:47
1149
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, დედამიწაზე 7,8 მილიარდი ადამიანისთვის COVID-19-ი ვაქცინის მიწოდებისთვის "ბოინგ 747-ის" მსგავსი დაახლოებით 8 000 სატვირთო თვითმფრინავია საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხო მიწოდება საუკუნის მისია იქნება გლობალურ საჰაერო ინდუსტრიაში. ასე, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი სატრანსპორტო გამოწვევა ისტორიაში", - განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.

IATA ქვეყნის მთავრობებს, ვაქცინის მომწოდებლებს და გადამზიდავ კომპანიებს მასობრივი გადაზიდვების დაგეგმვისკენ მოუწოდებს.

”მთელს მსოფლიოში მილიარდობით ვაქცინის დოზის ეფექტურად მიწოდება უამრავ ლოგისტიკურ და პროგრამულ ბარიერს მოიცავს, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პანდემიის დაწყებისთანავე სხვადასხვა ავიაკომპანიებმა თვითმფრინავები შეამცირა".

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ასევე განმარტა, რომ ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია სპეციალური სივრცეები, შესაბამისი ტემპერატურა და აღჭურვილობა. ასევე მნიშვნელოვანია იმ პერსონალის ტრენინგი, რომლებიც ვაქცინის შენახვის წესებს დაიცავენ.

IATA მოუწოდებს ყველას, განიხილონ ვაქცინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, დაიცვან იგი ქურდობისგან და გაფუჭებისგან, ვინაიდან ვაქცინა ძალიან ღირებული ტვირთია.