2021 წელს საქართველომ ექსპორტით 4,2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ზრდა 26.9% იყო. საქსტატის საგარეო ვაჭრობის წლიური ანგარიშის თანახმად, სასაქონლო ჯგუფების საექსპორტო ათეულში მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ აშშ დოლარით (10.8%), რაც რეალურად რეექსპორტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, შარშან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2020 წელთან ($404,1 მლნ) შედარებით 13%-ით გაიზარდა.
TOP-10 კომპანია, რომელთაც 2021 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განახორციელეს:
1. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
2. შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი
3. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
4. შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
5. შპს ბი თუ ბი
6. შპს კავკასუს ავტომოტივი
7. შპს ენტერფრაისი
8. შპს ჰანდლერ კორპორეიშენ
9. შპს თბ ექს
10. შპს ნაზარ ჰოლდინგს
ცნობისთვის: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქ ავტომობილებს საქართველოს იმპორტში პირველი ადგილი უკავიათ. 2021 წელს ქვეყანაში 898,8 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა და ზრდამ 15% შეადგინა.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის, ლოგიკურია, რომ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების რეიტინგში ბიზნესსუბიექტების ნაწილი მეორდება.
TOP-10 კომპანია, რომელთაც 2021 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელეს:
1. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
2. შპს აკა
3. შპს ჯი-თი მოტორს
4. შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი
5. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
6. შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
7. შპს ბი თუ ბი
8. შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა
9. შპს იბერია ავტო ცენტრი
10. შპს კავკასუს მოტორსი
ინფორმაციისთვის: იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება