მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

940 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

602baf8b7928d
ინგა მურუსიძე
16.02.21 16:05
602

დღეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსა და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 940 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

"აღნიშნულ ფაქტებზე ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.