მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპისა და გუმბათის განახლებაზე 2.7 მლნ ევრო დაიხარჯება

624daa4179955
BM.GE
06.04.22 18:51
1071
ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ტელესკოპის და გუმბათის მიწოდებას ავსტრიული ASA Astrosysteme მოახდენს. სწორედ ეს კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად და ახლა ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის გამოცხადებულ შესყიდვაში ASA Astrosysteme-ის გარდა კიდევ 3 კომპანია გერმანული ASTELCo Systems-ი, გერმანული APM Telescopes -ი და იტალიური Officina Stellare Spa მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობასაც გეგმავს.

გეგმის მიხედვით, მუზეუმი მოეწყობა რეაბილიტირებული შენობის პირველ სართულზე და ობსერვატორიის ეზოში. 8 სივრცეში განთავსდება სხვადასხვა სახის ასტრონომიული ექსპოზიციები, როგორც სტატიური, ასევე ვიდეო და ანიმაციური. ერთ-ერთ სივრცეში განიხილება მინი პლანეტარიუმის მოწყობა. საექსპოზიციო სივრცედ გარდაიქმნება არსებული შადრევანიც.

ამ პროექტისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ფონდი ამჟამად ბაზრის კვლევას ატარებს. ამ კვლევით უნდა გამოვლინდეს მსგავსი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირები და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.