მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა - 137 შემთხვევა, თბილისი - 47 - covid-19-ის გეოგრაფიული სტატისტიკა

5f69a3ca358b5
ინგა მურუსიძე
22.09.20 11:18
699
"კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარიდანაა და 47 - თბილისიდან", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ორ გარდაცვლილ პაციენტს, როგორც ენდელაძე ამბობს, 67 წლის მამაკაცი ბათუმში გარდაიცვალა და მას ჰქონდა არაერთი დაავადება, მათ შორის, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, მოციმციმე არითმია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ენდელაძის თქმით, მეორე პაციენტი იყო 80 წლის ქალი და მასაც ჰქონდა თანმდევი დაავადებები.

ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსები 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ.

„რაც შეეხება კორონავირუსის გეოგრაფიულ გადანაწილებას: 218 შემთხვევიდან 137 აჭარიდანაა, 47 - თბილისიდან, 6 - სამეგრელოდან, 26 - იმერეთიდან და 2 - გურიიდან.

"სიტუაცია უკონტროლო ნამდვილად არ არის“, -აღნიშნა ენდელაძემ.