მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 174%-ით გაიზარდა

5e679c6de74cb
BM.GE
10.03.20 18:10
1189
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის ოთხივე კვარტლის ჯამური მონაცემით, 2018 წელთან შედარებით 174% გაიზარდა. 2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 75,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის მონაცემებით უცხოურმა ინვესტიციამ 207 მილიონ დოლარს მიაღწია.

2019 წელს ჯამურად საქართველოში $1,2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც აჭარის წილი 16.3%-ია.

ინვესტიციების 64% თბილისზე მოდის, სადაც საქსტატის ინფორმაციით, $820 მილიონი ჩაიდო. 

რეგიონების მიხედვით, FDI-ის რეიტინგი ასეთია:
  • ქ. თბილისი - 820 168 932 აშშ დოლარი; 
  • აჭარა - 207 031 175 აშშ დოლარი; 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია - 77 060 263 აშშ დოლარი; 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74 438 122 აშშ დოლარი; 
  • ქვემო ქართლი - 64 656 917 აშშ დოლარი; 
  • სამცხე-ჯავახეთი - 62 942 553 აშშ დოლარი; 
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18 085 413 აშშ დოლარი; 
  • იმერეთი - 14 821 843 აშშ დოლარი; 
  • შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 11 762 623 აშშ დოლარი; 
  • მცხეთა-მთიანეთი - 11 322 002 აშშ დოლარი; 
  • კახეთი - 6 016 540 აშშ დოლარი; 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3 263 570 აშშ დოლარი; 
  • გურია - 2 622 141 აშშ დოლარი; 
  • შიდა ქართლი - 440 620 აშშ დოლარი.