მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯია" ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში ჩაერთო

5e99d3ffc5dd0
ნინი ლონგურაშვილი
17.04.20 20:20
1484
არსებული გლობალური გამოწვევის დროს, იმისათვის რომ ქვეყანას დავეხმაროთ დაძლევის პროცესში, მონაწილოება ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში მივიღეთ, – ამის შესახებ „საქმიანი დილის" ეთერში "აჭარისწყალი ჯორჯიას" ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ ისაუბრა.

გიორგი ლაკირბაიას ამბობს, რომ "აჭარისწყალი ჯორჯია“ არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომლის ბიუჯეტმა 8 მილიონს გადააჭარბა.

"კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია“ მუდმივად დგას ადგილობრივი მოსახლეობის გვერდით და ამ მიმართულებით, არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. სოფელ მახალაკიძეების შემთხვევაში, კომპანიამ მხარი დაუჭირა ადგილობრივების მოთხოვნას და სოფელი უზრუნველყო სასმელი წყლის სისტემით. ამ მიმართულებით კომპანიამ გამოყო 175 000 ლარი. გარდა ამისა განხორციელდა: ინფრასტრუქტურული პროექტები გაბიონების მოწყობა, ხიდის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა, ამავდროულად მცირე ბიზნესის მხარდამჭერი და საგანმანათლებლო პროგრამები.

ჩვენ მიერ განხორციელებული ასობით პროექტის მიზანი, რომლის ბიუჯეტმა 8 მილიონს გადააჭარბა, აჭარის რეგიონის გრძელვადიანი განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ყველა პროექტი. ჩვენ სოციალურ პროექტებს ახლაც ვაგრძელებთ და დღესაც არსებული გლობალური გამოწვევის დროს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რათა ქვეყანას დავეხმაროთ ამ გამოწვევის დაძლევის პროცესში. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ მონაწილეობა ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში, ამავდროულად ვიწყებთ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. სწორედ ახლა ვაწარმოებთ საჭიროებების შესწავლას, რათა ჩვენი ყველა აქტოვობა იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული", – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.