მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება - გამყრელიძე

609a481767aa5
ინგა მურუსიძე
11.05.21 13:05
3654

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ აცრაზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. გამყრელიძემ განცხადება გააკეთა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და თქვა, რომ მთავრობა ცდილობს, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაზარდოს.

"ხალხს, მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ, ამიტომ საჭიროა მეტად გავაინტენსიუროთ. დღეისთვის უკვე 161 ბრიგადა ცრის, მაგრამ ზოგიერთი ბრიგადა რაიონში არ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და გვინდა, რომ ამ შემთხვევებში 7-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეთ. შესაბამისი წახალისება მივცეთ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ შაბათ-კვირას. გვინდა 200 ბრიგადამდე ავიდეს ამცრელთა რაოდენობა.

ნორმალურ ვითარებაში 42-დან 50-მდე აცრას აკეთებს დღეში თითო ბრიგადა, აქედან გადამრავლებული სიმძლავრე გვექნება. ხოლო ივლისის ბოლომდე 300-მდე უნდა იყოს ბრიგადა. ამ ეტაპზე ბევრ ადამიანს უნდა ვაქცინაცია და პრობლემა აქვს თბილისში ჩაწერაზე, ამიტომ მრავლდება ამცრელი კაბინეტები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის "სინოფარმით" აცრილია 10 ათასი ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 30 ათასს.