მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ საქართველოს 101 მილიონი ევროს სესხი გამოუყო - რაში დაიხარჯება თანხა?

618cb772ce00f
BM.GE
11.11.21 10:26
849
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 101 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა. კერძოდ, სესხი მოხმარდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით.

“პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები. პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის,”-წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განვითარების ბანკის ცნობითვე, პროექტი ტრანსპორტის სისტემების განახლებასაც გულისხმობს, მათ შორის თბილისის მეტროსი.

"პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა",-წერია განცხადებაში.