მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდი უკვე დავინახეთ - მესტვირიშვილი

642d93bfa6c13
BM.GE
05.04.23 23:52
467
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით სებ-ი ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდს უკვე ხედავს. ამის შესახებ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც მესტვირიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტენდენციაა, რაც სებ-ის შეფასებით პროდუქტიულობის ზრის ტრენდს ასწრებს.

მარტში ინფლაციის დონე ბოლო ორი წლის მინიმუმამდე, 5.3%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაციამ შესაძლოა სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაც დაიწიოს.

“ჩვენ უკვე დავინახეთ ადგილობრივ ინფლაციაზე შემცირების ტრენდი, თუ ეს მდგრადი იქნება, ჩვენ უკვე გვექნება ამის შემცირების შესაძლებლობა. მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი იყო 21%. ეს რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ამას პროდუქტიულობა არ მიჰყვა. ხელფასების ზრდა არის რა თქმა უნდა კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას პროდუქტიულობაც მიჰყვეს და ეს იყოს მდგრადი.

როდესაც ინფლაციის შემცირება ხდება იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე, ეს არ გვაძლევს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. თუკი დავინახეთ ადგილობრივ ინფლაციაზე შემცირების ტრენდი და თუ დავინახეთ რომ ეს მდგრადი არის, შემდეგ უკვე გადავდგამთ ამ ნაბიჯს,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მარტის ბოლოს მიღებუილი გადაწყვეტილებით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა.