მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება თებერვალში თბილისი-ბათუმის ავიარეისების განრიგს აქვეყნებს

601685ad92566
თელარა გელანტია
31.01.21 14:24
1023
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თებერვალში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განრიგს აქვეყნებს.

თბილისი - ბათუმი და პირიქით:

ორშაბათი:
თბილისი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - თბილისი: 11:00;

პარასკევი:
თბილისი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - თბილისი: 11:00.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება. უკვე ცნობილია წესებიც, რომლის დაცვაც ქვეყანაში ჩამოსვლისას როგორც - საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს მოუწევთ. კერძოდ:

1 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან.

უცხო ქვეყნების ვიზიტორები ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.