მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

5e710c0598f07
თამთა ჯიჯავაძე
17.03.20 21:22
670
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 6 წელი იმყოფებოდა საპყრობილეში. ინფორმაციას მუხთარლის გათავისუფლების შესახებ მისი ძმა რამაზან მუხთარლი „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„ჩემი ძმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. ის პირდაპირ წაიყვანეს აეროპორტში და გერმანიაში გაემგზავრა“, - დაწერა რამაზან მუხთარლიმ.

მუხთარლი ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია, ის საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში იყო გადაყვანილი. მას აზერბაიჯანში ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წელს აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.