მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფრიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი გვალვის გამო საფრთხეშია

5dbc101a12156
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 17:00
5547

აფრიკის უდიდესი ჩანჩქერის დინება 1995 წლიდან ყველაზე დაბალია, რაც საფრთხეს უქმნის ტურიზმსა და ელექტროენერგიის წარმოებას ზიმბაბვესა და ზამბიაში. ინფორმაციას ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg ავრცელებს.



გამოცემის ცნობით, ვიქტორიას ჩანჩქერი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე, მდინარე ზამბეზზე მდებარეობს გვალვის შედეგად საკმაოდ დაზარალდა, ამ დროისათვის წყლის დინება წამში 109 კუბურ მეტრს შეადგენს, რაც საფრთხის რეალურ საშიშროებას აჩენს.



აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე ნაკადი ცვალებადია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1996 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, მაშინ ის 99 კუბური მეტრი იყო წამში.



როგორც ამერიკული გამოცემა წერს, იმ შემთხვევაში თუ ნაკადი შემცირებას განაგრძობს, ხეობაში მდებარე ელექტროსადგურებს პრობლემა შეექმნება, შესაბამისად კი ზიმბაბვესა და ზამბიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება.



ამას გარდა, ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. მის მოსანახულებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის. როგორც Bloomberg ვარაუდობს, თუ ჩანჩქერი დინებას შეამცირებს, ის ტურისტებისთვის მიმზიდველიც აღარ იქნება, რაც ავტომატურად აფრიკული ქვეყნების ტურიზმის ინდუსტრიას დიდ ზარალს მიაყენებს.