მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#აიცერი - BMG და ForbesHealth-ი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის კამპანიას იწყებენ

60617a9c19a54
ინგა მურუსიძე
29.03.21 12:13
1387
#აიცერი - ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც BMG და ForbesHealth-ი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის იწყებენ.

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მოუყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.

„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან.

ამდენად, სპეციალურად ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკისთვის შექმნილი პლატფორმის - ForbesHealth ფარგლებში, გადავწყვიტეთ, აცრების ხელშეწყობისთვის ერთგვარი საინფორმაციო კამპანია დავიწყოთ. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რა რეგალია აქვთ, ადამიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ ერთადერთს და უმთავრესს - ეს არის ვაქცინაცია.

აცრების მხარდამჭერი კამპანიის ამოქოქვით, ასევე მზად ვართ შევუერთდეთ ნებისმიერ სხვა პლატფორმას - მთავარია, ვაქცინაცია დაიქოქოს და „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ დოზები, რომლებიც უკვე საქართველოშია ან კიდევ ჩამოვა სხვა მოცულებები, მაქსიმალურად ავითვისოთ. ვაქცინაციის გარეშე ეკონომიკა სრულად ვერ გაიხსნება, ბიზნესები ვერ ამუშავდება, რაც ნიშნავს უმძიმესი კრიზისის გაღრმავებას და ადამიანების მეტად გარდუვალ გაღარიბებას, ამიტომაც: #აიცერით “ - აცხადებს გიორგი ისაკაძე.



ცნობისთვის: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ დროისთვის სულ 4 924 ადამიანია აცრილი.