მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის კვარტალური შედეგები ცნობილია | ბირჟაზე კომპანიის აქციები 12%-ით გაიზარდა

62e3f1a973c1d
გიორგი თოლორდავა
29.07.22 19:41
833
დღეს უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ია. კომპანიის კვარტალური შედეგების გასაჯაროების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Amazon-მა 121.2 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინვესტორთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კომპანიის IT და Could დეპარტამენტმა - AWS-ის შემოსავალმა 19.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ Amazon Web Services-ს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებს, რომ მომდევნო ათწლეულებში AWS-ის შემოსავლები უშუალოდ Amazon-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმასაც კი გადაუსწრებს.

საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ზრდა არა მარტო დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგებით, არამედ პოზიტიური სამომავლო პროგნოზითაცაა განპირობებული. Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ვარაუდობს, რომ მესამე კვარტალში კომპანია 125-130 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც დაახლოებით 15%-იანი ზრდა იქნება.

აშშ-ის მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკის ფონზე, Amazon-ის შემოსავლების მსგავსი ტემპით ზრდა კომპანიას ინვესტორთათვის განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ ჯეფ ბეზოსის მიერ 1994 წელს ვაშინგტონში დაფუძნებული Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.