მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტრადიციები, რომელთაც არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

63bd2076bbc6f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.23 12:28
2343
საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დამატებით 6 ტრადიციას მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა გასული - 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა და დოკუმენტი ძალაში გამოცემისთანავე შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შემდეგ ტრადიციებს მიენიჭა:

• „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
• „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
• „რთველის ტრადიცია საქართველოში“;
• „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
• „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
• „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.

ბრძანებაში მითითებული ობიექტების მონაცემები დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე უნდა აისახოს.

ბრძანების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.