მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს

61790c89b7e78
BM.GE
27.10.21 12:22
2920
2021 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-მა დაიწყო ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. კერძოდ 891258 კვ.მ. ზღვის აკვატორიაში განხორციელდა ბათიმეტრილი სამუშაოები, რაც გულისხმობს ზღვის სიღრმეების დეტალურ კვლევას. სამუშაოები განახორცილა თურქეთიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიამ KORDIL-მა.

ამჟამად, მიმდირეობს პირველადი კონცეპტუალური პროექტის დამუშავება, რომლის დასრულებისთანავე განისაზღვრება შესაბამისი წერტილები და დაიწყება ზღვის ფსკერის გეოლოგიის ექსპერტიზა.

საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მოწყობას, რომელზეც განვითარდება ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ქალაქი.

ორ ნახევარკუნძულზე და კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.

წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

საინვესტიციო პროექტით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კომპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უშუალო სამშენებლო სამუშაოების წარმართვისას გაიზრდება 3 000 000 აშშ დოლარამდე. პროექტის განხორციელების შედეგად იგეგემება საქართველოს არანაკლებ 2 000 (ორი ათასი) მოქალაქის დასაქმება.